საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

  • თსუ
  • დეკემბერი 16, 2022
  • 410

2022 წლის 27 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართა თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის
ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული პროფესორ გიორგი წერეთლის
დაბადებიდან 70-ე წლისთაავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო
კონფერენცია თემაზე:

„ეკონომიკის ინოვაციური განვითარება: მსოფლიო გამოცდილება და პერსპექტივები“

კონფერენციის პლენარული სხდომა გახსნა ინსტიტუტის დირექტორმა, სამეცნიერო
საბჭოს თავმჯდომარემ, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა რამაზ
აბესაძემ.
კონფერენციას მიესალმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის
უფროსი პროფესორი გიორგი ღვედაშვილი და ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე. მათ დადებითად შეაფასეს
ინსტიტუტის აქტივობები, მიესალმნენ კონფერენციის მონაწილეებს და
წარმატებები უსურვეს მათ. კონფერენციას ასევე მიესალმა ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ვეკუას სახელობის
გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, მათემატიკის მეცნიერებათა
დოქტორი, პროფესორი გიორგი ჯაიანი. პროფესორმა რამაზ აბესაძემ წარმატებები
უსურვა მას და პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის მედალი
გადასცა.
პროფესორ გიორგი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოხსენება
გააკეთა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, აკადემიურმა დოქტორმა, თეა
ლაზარაშვილმა.
პროფესორი გიორგი წერეთლის შესახებ მოგონებებით გამოვიდა უნივერსიტეტის
პროფესორი, კათედრის ხელმძღვანელი, ელგუჯა მექვაბიშვილი.
კონფერენციას მიესალმნენ, პროფესორი გიორგი წერეთელი გაიხსენეს და
სამეცნიერო მოხსენებით გამოვიდნენ: აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და
პროფესორი თემურ შენგელია.
შემდეგ გაიმართა სექციური მუშაობა.
კონფერენციის დასასრულს მოხდა მუშაობის შეჯამება. სექციების მუშაობის
შესახებ ისაუბრეს სექციის ხელმძღვანელებმა, ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერმა
თანამშრომლებმა, პროფესორებმა: ვახტანგ ბურდულმა, გიორგი ბერულავამ,
მურმან კვარაცხელიამ; ეკონომიკის დოქტორებმა: მამუკა ხუსკივაძემ, თეა
ლაზარაშვილმა, ქეთევან ქველაძემ. საბოლოოდ კონფერენციის მუშაობა შეაჯამა

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, პროფესორმა რამაზ
აბესაძემ.
კონფერენციის შემდეგ გაიმართა კულტურული ღონისძიება.

ეკონომიკის დოქტორი თეა ლაზარაშვილი

მსგავსი სიახლეები

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით, 1.8 მილიარდამდე მცირდება

მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით,…

თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…